ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პროზა
7 ივლისი, 2013


დროშა

_მოკლედ, ვარ 18 წლის და მომივიდა პავესტკა ჯარიდან .როცა გაიგეს ტუნდრაში ვიყავი გამწესებული, შეიქნა ერთი მოთქმა-ტირილი , მაგრამ პატრონი მე არ მყავდა ფულიანი რომ  კომისიას დავეწუნებინე .დავემშვიდობე მშობლებს და წავედი საცხა ტუნდრაში. ტუნდრა იცი რანაირია? ბალახი, ბალახი, ბალახი, მინდორი, მინდორი და ცოტა ბუჩქი. ყინვა და უბედურება. ასეულ კილომეტრზე კაცისშვილის ჭაჭანება არაა.
ასეთ ადგილზე იყო ჩვენი სამხედრო ნაწილი. იდგა  ბაზიდან  რამდენიმე კილომეტრში ფლაგშტოკი და ეკიდა  ზედ საბჭოთა კავშირის უზარმაზარი დროშა.  საპატიო ყარაული იყო დაწესებული. თითო კაცი იცავდა სამ-სამი საათით.
ერთი კვირის ჩასული ვარ და მომიწია დროშის საპატიო ყარაულობა.
ვდგავართ შუა ტუნდრაში მე და დროშა.
ამაყი ვარ. ვატყობ დროშაც ამაყია რომ ჩემნაირი,  ფორმაში კოხტად გამოწკეპილი, ულვაშაწკეპილი ბიჭი უდგას გვერდით. არ ეშინია დროშას , იცის საიმედო ხელშია. ვუყურებ და  ჩემი მეზობელი მელანო მახსენდება. ისიც ასე ლამაზად აფრიალებდა წითელ კაბას. მარა ბედი არ გინდა?
ვერ ვიგუე იქაური ჰაერი და ამტკივდა მუცელი.
ვითმენ და ვდგავარ. აბა, საბჭოთა კავშირი ჩემს იმედზეა და ხომ არ დავტოვებ დროშას?
ჰოდა, თქვენთან ბოდიში და მომივიდა მარცხი...
არ ვინძრევი მაინც. გავიდა ერთი საათი და ოფიცერმა მომიყვანა შემცვლელი.
_შენ წამოდი უკან, დამთავრდა შენი სმენაო. მივდივართ გვერდიგვერდ. იყურება ოფიცერი აქეთ-იქეთ. რაცხა სუნია და ვერ ხვდება საიდან. ბოლოს შემხედა და მეკითხება :
_რაშია საქმე რიგითოო?
_ვერ დავტოვე ჩემი ადგილი და ასე და ასე დამემართა-მეთქი
მოიჭირა ცხვირზე ხელი ოფიცერმა და მითხრა: ჩვენს მაიორს უნდა მოვახსენო ეს ამბავი, შენ რა ვაჟკაცი გმირი ყოფილხარო. შემიყვანა მაიორთან . სანამ ოფიცერი უხსნიდა რატომ ვიყავი შყვანილი, კინაღამ დაიხრჩო მაიორი , ცხვირზე ხელი მოიჭირა და ოფიცერს უთხრა:
_ა კაცი! ასეთი ერთგულებისთვის პირდაპირ გენერალთანაა შესაყვანი, ჩემთან რას მოგყავდაო. შემიყვანეს გენერალთან.
მაიორმა აუხსნა : ასეთი და ასეთი ამბავია, ტავარიშჩ გენერალო.
ამ გენერალს პირველი  მსოფლიო ომის დროს ჰქონდა დაკარგული ყნოსვა. ბომბი აუფეთქდა ცხვირწინ, მარა ჩემი ამბავი რომ მოისმინა უცებ მოიჭირა ცხვირზე ხელი და ბრძანება გასცა:
_ათი დღე სახში გაუშვთ ეს ბიჭი  . ასეთი გმირობა ომში არ მინახია მეო!
_ასე დავბრუნდი  სახლში ათი დღით ,ჯარში ერთი კვირის წასული კაცი. აბა! ტუნდრაში რომ საიდუმლო თვითმფრინავი ჩამოფრინდა, ცალი ბორბალი სამხედრო ნაწილთან დადო და მეორე სად ედო, ორი დღე ვეძებდი, მაგას მერე მოგიყვებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები