ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2013


გადარეულო

გადარეულო,შენს თვალებში მე ჩემს თავს ვხედავ,
ანუ მუცლიდან შენც გამოგყვა ჩემი ფანტომი,
ფანჯრის რაფაზე,სახით მზისკენ,და და ძმა სხედან,
მგონი ბავშვობას მაგონებენ-პლაგიატობენ...

დრო გავიდა და გავიზარდეთ,ცოტას ვკამათობთ,
მე მყუდრო კუნძილს შევეხიზნე,შენ მეგაპოლისს,
სულ ცოტა ხანში ჩვენს დარგულ ფიჭვს კიდევ დაათოვ,
რომელიც საწყლად,უპატრონოდ დგას სახლებს შორის

და ელოდება,რომ ოდესმე კვლავ დავბრუნდებით.
(მითხრეს,რომ უკვე ჩნევს აივანს გატოლებია)
ჩვენ შევიცვალეთ,დიდები ვართ და მე ვრწმუნდები,
რომ ეს ცხოვრება ურთულესი განტოლებაა...

გადარეულო,შენს თვალებში მე ჩემს თავს ვხედავ,
ანუ მუცლიდან შენც გამოგყვა ჩემი ფანტომი,
ფანჯრის რაფაზე,სახით მზისკენ,და და ძმა სხედან,
და ჩვენს ბავშვობას მაგონებენ-პლაგიატობენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები