ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
12 ივლისი, 2013


იმ ღამეს...

ზამთრის არდადეგებიდან თბილისში ვბრუნდები,ბილეთი უკვე აღებულ მაქვს მატარებელზე და საღამოს გვიან,12 საათზე გავდივარ.
საღამოა...ქუჩაში ვსეირნობ,  ცივა ,მაგრამ მსიამოვნებს...უცებ მანქანა გაჩერდა და ის გადმოვიდა,რას შვები როგორ ხარო,მომიკითხა.დიდი ხანია არ მენახა,ვილაპარაკეთ,გავიხსენეთ ,ვიცინეთ...რაც ჯარიდან ჩამოვიდა,პირველად ვნახე...ბოლოს აღარც ვწერდი,გაბრაზებული ვიყავი,მაგრამ გრძნობა განელებული არ მქონდა....დავიძაბე ,არ ვიცოდი,როგორ ან რანაირად გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა...
როდის მიდიხარო,მკითხა.
----ამ ღამით მივდივარ---ვეუბნები და გული მწყდება....აქ თუ იყო,რომ მცოდნოდა....გული მწყდება,რომ დიდხანს ვეღარ ვნახავ...
----რა დამთხვევაა,მეც მივდივარ ამაღამ თბილისშიო
    ეჭვი არანირად არ შემპარვია..
---კარგია---ცოტა ავილეწე ...უხერხულობას ვერ ვფანტავ,რა მორიდებული ვარ,ჩემ თავზე გული მომდის....
---რომელი ვაგონია?
--რა  ვიცი,ზეპირად არ ვიცი.---საიდან მეცოდინება,ჩემმა ძმამ ამიღო ბილეთი.
---კარგი,ხო,იქ შევხვდებით...
ერთმანეთს დავშორდით...გული მიცემს ..თან მიხარია,თან ვნერვიულობ...
მთელი ღამე მატარებელში ერთად უნდა გავატაროთ...
დრო მოვიდა თუ არა,ჩავიცვი  და წავედით სადგურისაკენ. ჩემმა ძმამ გამაცილა,დიდი ამბით  გამიცვალა კუპე და ვიღაც ქალებთან შემასახლა.გულში ვიცინი,ამაღამ  დაძინებას ვინ აპირებს,  მთელი  ღამე ვილაპარაკებთ,იქნებ გამცილებელმა არ გვითხრას უარი და დერეფანში ვიქნებით -მეთქი.

მატარებელი დაიძრა და გავიდა...ის არ მოსულა

ჩამწყდა გული....

სწორედ უყურადღებობის გამო ვიყავი  მასზე ადრეც  გაბრაზებული....
ალბათ,არც იმსახურებს ჩემ ყურადღებას...
ნერვიულობად არ ღირს...
მაგრამ  მაინც არ ვიძინებ...იქნებ სხვა ვაგონშია და მეძებს---ვამართლებ მე.
ვდგავარ დერეფანში და კუპეში არც შევდივარ...
ნახევარ საათში  მატარებელი მეორე სადგურზე გაჩერდა....
შემთხვევით ფანჯრიდან გავიხედე და ვხედავ,  ხელს მიქნევს და მანიშნებს ჩამოდიო...
  აჰ,არა...ჩასვლა? არა არაა..რა ჩასვლა.ნეტავ რას აპირებს? ვდგავარ დაბნეული....რა ჩაიფიქრა?საათზე მანიშნებს,ჩქარა თორემ გავაო...
მე კი ვდგავარ გახევებული....
უცებ მატარებელში ამოვარდა,  ჩემ ჩანთებს  ხელი სტაცა და ჩავიდა....მატარებელი მხოლოდ  რამდენიმე წუთს ჩერდება და ჩემი ჩანთები მას აქვს....ავდექი და ჩავყევი,  მაგრამ რას ვაკეთებ,არ ვიცი....მატარებელი უკვე დაიძრა.
მერე რამდენიმე წუთი ვიდექით,  სანამ მატარებელი თვალს არ მიეფარა...
იქვე მანქანა ჰყავდა გაჩერებული, კარი გამოაღო და ჩანთები საბარგულში ჩაალაგა...
---რა ხდება---ამოვილუღლუღე მე...
---მივდივართ ურეკში----მეუბნება ,ეშმაკურად იღიმის და  მე  მაშინებს მისი ღიმილი.
----არა,აჰ არა...ამას ვერ გამიკეთებ---ცრემლები მომადგა თვალებზე. დავიბენი,ირგვლივ არავინაა,ვერც ვიყვირებ...რომც იყოს,ვის დააჯერებ,რომ  ღამის პირველ საათზე ხართ ბიჭთან ერთად ,შენი ჩანთები უკვე მისი  მანქანის საბარგულშია და შენ არაფერი იცოდი, ამ მოტაცების შესახებ...

აშკარად ავნერვიულდი....შემატყო...ისევ თვითონ დამამშვიდა და ნუ გეშინია,ამაღამ თბილისში ჩაგიყვანო,დამაიმედა.
მთელი ღამე ვიარეთ....გზა სულ თავისუფალი იყო,არავინ გვხვდებოდა....ასეთი ცარიელი ტრასა არც მინახავს მანამდე...
ვუსმენდით მუსიკას და ვსაუბრობდით...რაღაც გამოუთქმელ სიამოვნებას ვგრძნობდი,  რომ  ერთად ვართ,თან სისულელე
არ ჩაიდინა და დამიჯერა...

თუ ყველაფერი ისე იქნება,როგორც ადრე გვინდოდა,მერე მართლაც წავალთ ერთად,მაგრამ ამ ზამთარში რა დროს ურეკი  ან ქობულეთია..
ჩუმად და შეფარვით,რაღაც გეგმებს აწყობს და მეც მაგ გეგმის ნაწილი  ვარ,  ჩემდა გასაკვირად და გეგმებს მაწყობინებს...დიდად წინააღმდეგი რომ არ ვარ,კიდევაც ხედავს....

ნატახტართან გავჩერდით,მანქანა გვერდზე მიაყენა და  გზიდან გადავედით,
----მოდი ცოტა დავიძინოთ---ვამბობ მე--ხვალ ლექციები მაქვს და თვალები ჩამიღამდება.თანაც ,ასე ადრე რომ ჩავალთ და მატარებელს ჩავასწრებთ,სახლში ასე ადრე ხომ ვერ მივალ?
მუსიკას ოდნავ დაუწია და მოვკალათდით დასაძინელად.  მაგრამ ვის ეძინება?აფორიაქებული ვარ....გული ისე მიცემს ბაგაბუგი გაუდის.ჩემი  გულისცემა მასაც ესმის.  მერე...ფრთხილად მეხება თმაზე და გულზე ხელს მადებს.მე ვკრთები..
---ნუ გეშინია,  ნუ...ჩურჩულებს ,  სიყვარულს მეფიცება  და მისი სიტყვები მსიამოვნებს,ვიტრუნები...ნაზად და სიყვარულით მაგრძნობინებს,რომ მისთვის ერთადერთი ვარ...რომ მხოლოდ ჩემზე ფიქრობდა ეს წლები,რომ მზადაა რამე სისულელეც კი ჩაიდინოს...მე მას პირველად ვკოცნი ტუჩებში და ამ ნეტარებისგან ვბრუვდები...



მერე კალთაში თავი ჩამიდო და ასე გატრუნულებმა გავათენეთ...



დილით,შვიდ საათზე უკვე თბილისში ვართ,ბინასთან ჩამომსვა და დამემშვიდობა....ვუთხარი,ასე გამოუძინებელი უკან  არ დაბრუნდე,ლექციებიდან როგორც კი მოვბრუნდები,სადმე ერთად გავისეირნოთ-მეთქი.შევთანხმდით,რომელ ავტოსადგომზე იქნებოდა მანქანა გაჩერებული.
ლექციებიდან სირბილით გამოვიქეცი...ხუმრობა ხომ არაა,პირველად მაქვს პაემანი  და მას უნდა შევხვდე...
დამირეკა,აუცილებელი საქმე გამომიჩნდა და უკან ვბრუნდებიო....
რიკოთზე დიდი თოვლი მოსულა და მოძრაობა ჭირდა,ის კი მთელი ღამის დაუძინებელი იყო...გზაზე ავარია მოსვლია და დამტვრეულა...
უკანასკნელად საავადმყოფოში ვნახე.

დიდხანს იავადმყოფა,  ერთხანს ეტლში იჯდა...მერე სამკურნალოდ გერმანიაში წაიყვანეს და ჩვენი გზები მეტად აღარ გადაიკვეთა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს