ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2013


სიყვარული ♥

გაუძელი! ჩემს სიყვარულს გაუძელი!
ტანში ქარმა რომ იქროლოს მღელვარებით.
ჩემს გაზაფხულს ფეხსაცმელი გაუძრია,
ყვავილები დაუკრეფავს ღერო-ღერო...

დაუძახეთ, ჩემს სიყვარულს დაუძახეთ!
სანამ ბოლო სუნთქვა შემრჩა, ან არც შემრჩა...
ჩვენს საუბარს ცოტა გემო გაუცხარდა-
ამ ბოლო დროს. ყველაფერი დანარჩენი-

აბსურდია. მე დავკარგე შენი თავი.
ახლა ისე აღარც მიმძიმს მარტოობა.
ჩემი სისხლი ანემიას შეითავსებს,
ჩემი სისხლის მოძრაობა განშტოებით...

გაუძელი... სიმშვიდეა არნახული...
მერე რა, რომ სულში ხელებს გიფათურებ.
ჯიბგირივით, უშვერი და სალახანა,
შენ არ გესმის...არ გესმის და ნუ ართულებ...

დამიძახეთ ჩემს სიცოცხლეს მეგობრებო!
გახანგრძლივდეს ცოტა კიდევ რა იქნება?!
ხან ისეა, დუღილი რომ გეგონება-
ძარღვში სისხლის!  ხელსაც ისე გაგიქნევენ-

შეცდომებზე... თითქოს არვის დაუშვია,
თითქოს ახლა სინანულიც - არაფერი.
დრო მოვა და არ ჩაგაგდებ აინუნნშიც,
ხელსაც არ გკრავ, როცა ირგვლის ქარაფები...

გ.ო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები