ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მაია დი.
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2013


უქონელ კაცს


ღობე-ღობე, ქუჩა-ქუჩა,
დაიცვითა ტანსაცმელი,
ნაფლეთებში გამოწყობილ
სტუმარს არვინ არსად ელის.
მხოლოდ ღმერთის საუფლოში
მისთვის კარი არის ღია,
სანატრელი სტუმარია,
ფიანდაზებს მისთვის შლიან.
სხეულს ქარი დაიტირებს,
დააკვნესებს სალამურებს,
ამ ქვეყანას მისი ყოფა
მხოლოდ ამას ადასტურებს.
აქ ვერც ერთი კაცის გულში
თანაგრძნობა ვერ იპოვა,
საცხოვრებლად და სამყოფად
გამოუყვეს ნაგვის გროვა.
აქ ძაღლი და ვირთხა არის
მისი ძმა და მეგობარი,
მხოლოდ მათთვის გაუნდია
გულისთქმა და სატკივარი.
საჭმელსაც კი მათთან იყოფს,
არ სჩვევია მას სიძუნწე,
სამძიმარზე მისულ წვიმას
ქარიშხალი კარებს უღებს...
გაყინული თვალებიდან
თითქოს სხივი კრთება უფლის.
ღარიბსა და უქონელ კაცს
თვით ეშმაკიც ძლიერ უფრთხის.
ზოგს წარწყმედა რატომ უკვირს?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები