ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მაია დი.
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2013


ფიქრი

გადმოფრინდება ჩიტივით მაცნე,
და თითქოს ციდან წვეთები ჟონავს,
როგორც დანგრეულ ჭერიდან წყალი,
ჩემს გულშიც წვიმს და დავკეტავ ონკანს,
რომელიც მიკლავს დროდადრო წყურვილს,
ყოფა-ცხოვრების ვაგვარებ საქმეს,
თევზივით ვცურავ ხანდახან წყალში,
ხან კი უწყალოდ ვასკდები ნაპირს,
თავს ზევით ვხედავ არაა ძალა,
რომ დამიყუჩოს ტკივილი ძვლების,
წვიმს ჩემს გულში და ზეციდან ჟონავს
ფიქრი, რომელიც მაწვალებს წლები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები