ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2013


კითხვა-ძახილი

ცხოვრება მკაცრი კითხვა-ძახილი,
და ერთი ქალი კვლავ რომ მაწამებს...
მე მოვალ შენთან შენით დაღლილი
და ყველა ჩემს ლექსს შემოგატარებ....

მე წყაროს წყალი მომქონდა პეშვით,
შენ კი გამივსე წვიმით მათარა,
დღესაც შენს გამო დავსახლდი ლექსში
და გამოვაღე დარდი - ფანჯარა...

ვითვლი გაჩენილ კორძებს და ბზარებს,
თუმცა ვივიწყებ ციფრებს მალევე
და სტრიქონ-სტრიქონ მილეწავს ქარი
ლექსებს - მოწყენილ ღია კარებებს...

ცხოვრება მკაცრი კითხვა-ძახილი,
და ერთი ქალი კვლავ რომ მაწამებს...
მე მოვალ შენთან შენით დაღლილი
და ყველა ჩემს ლექსს შემოგატარებ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები