ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2013


მწყემსი

ტრავერსიები სადგომამდე მწყემსის. შუაგულ
დაბაში, როგორც ვიცით ხოლმე ფეხზე ჩამოღლა.
გაშლილი ფარა საძოვარზე, თითქმის შუადღე...
და უტრიალებს მზე ხეობებს გაღმით-გამოღმა...

ასე ვიჯდები, ნეკერჩხლის ჩრდილს შეფარებული.
თეთრონი ფუგო ჩემს სანდლებთან დრუნჩებმოტანით.
სილუეტებში უხმო ბინდის შეპარებაა...
მგლების, რომელთა გამოც  ცხვრები ბღავილს მორთავენ...

დილა იქნება ისეთი რომ დაახლოებით :
გადაჭრილ მორზე ჩამოჯდება ღმერთი აკეცილ
კვართის კალთებით, თან ყველაზე ახლობელივით,
გუდის ყველს დავჭრი, ჭვრებიანი მჭადებიც კეცის...

სადილის შემდგომ წარმოთქმული ლოცვის დასასრულს-
ადგება ღმერთი, გაიღიმებს, როგორც ჩვევია...
ადგება ღმერთი, გავაცილებ მწყემსის ასული,
იმ ცასთან მივა, სხვანირად სადაც ჭრელია...

და უტრიალებს მზე ხეობებს გაღმით-გამოღმა.
ჩოხააკეცილ მამაჩემზე გადმოვინაცვლე...



ეძღვნება 2003 წლის ივლისში დაკარგულ მამაჩემს... გაიღიმეთ ვისაც მამა გყავთ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს