ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2013


ქალი წარმოსახვა V

თანამედროვე ცხოვრების შვილი. ქომაგი , პირნათელი
გამგრძელებელი ახლადდაბადებულ  ტრადიციების.
ჩვევებით მავნე. შეუფერებელი. ცალსახა მოდა.
შეიცნო თავი აღმატებულად.
თმები , შუა გაყოფილი , ხიდით , ან ხრიოკით ,
თითქოს ორი საპირისპირო პოლუსის გამოყოფა.
სხვადასხვა მიუღწეველი პარალელები.
ფორმით არფა , აჩეხილი საქანელა მაღლიდან დაშვებული ციცაბოდ.
მის ღერთა სამაიასგან საალბათო ხდება საკითხი სიმის შექმნისა.
სუსტია იგი.
როცა მხურვალე ქედს წიწკნის უკანასკნელი , ანუ როცა
უმძიმეს ტვირთად აწვება თხემს , პლასტიკით გადახრილი
მარცხენა ნახევარსფეროსკენ.
სადაც მისი მიშვებული , მორღვეულ ძაფოვანი ჟალუზები
ქმნიან ერთგვარ ღვედს ,
მოზღვავებული ემოციების შესაკავებლად. სხეულის დაჭერა.
შუბლი , ჭერი შეკიდული. სივრცობრივი გეომეტრიის ნიმუში.
თავისუფლად შეიძლება ამაღლება მის წიაღში. ფრთებშეუსხმელად.
წარბები , დისტანცია მათში დეციმეტრული. თითზე ჩამოთვლით.
გაწეწილი , როგორც მწიფე თავთავი.
წამწამები , თოკები დაგრეხილი მეკობრეთა გემზე ,
აუცილებელ აბორდაჟზე გადასასვლელად.
ქუთუთო , მექანიკური ავტოფარეხი , ხშირად მწყობრიდან გამოსული
მათში არასასურველ კადრების შეჭრით , ღამით , შავთეთრად.
თვალები , ორი ცა. ( ასეთ თვალებზე შეიძლება კრინტიც ვერ დაძრა )
ეფექტით სარკის. კრიალა კედლის ტალღა ქმნის
მშვიდ შენაკადს აცრემლებისას , რომლებიც ნილოსისებრ იფანტებიან.
თუმცა ისინი შიშს , როგორც უზენაეს ძალას არ ცნობენ.
თვალბუდე , როგორც ძვირფასი ზარდახშა , უმზითვო.
სკლერა ჩვეულებრივზე თეთრი. კეთრი ხედვაში. უსისხლძარღვო.
მათში მარცვალი , როგორც კაკაოს ნაყოფი.
ალყაში მყოფი დაწინწკლულ ცაზე გადაფრენილ ყორანთა ჯგუფის.
ყორნები , როგორც პარაშუტისტები საჩვენებელი ნომრის
წარსადგენად აღტყინებულნი.
უპესთან ორი შესამჩნევი მსუბუქი ნაოჭი , მშვიდი ღამის შემდეგ გადასასვლელი.
თითქმის მიჯრით  მიწყობილ ფერად ფანქრებთა შეკვრა.
ლოყები , პლანშეტი სახატავი ან ყვითელი ფურცლები ძველი წიგნის , დამტვერილი.
ცხვირი , წესიერი სამკუთხედი ტოლგვერდა , რომლის მინარეთისებური
შპილი პირდაპირი ხედვით თეთრ რვეულზეა შემორკალული.
ტუჩები , ზემოდან ბუნგალოს თხელი საფარით დაფარული.
მოკუმული , შეუქცევადი გაგულისების ელფერით.
სართული ქვედა , დამსხვრეული ბოთლის ნატეხები ,
ან მონპასიემოკლებულ ტკბილეულის ყუთი.
კბილები , ლალის ვულკანში ჩაფლული ბრწყინვალე თვლები სვაროვსკის.
ყურები , ახლად მოპოვებული ანდამატი დაუმუშავებელი.
ენა , შეუიარაღებელი თვალით მიუწვდომელ პლანეტის ზედაპირი.
ყველაფერ ამის ფონზე სახე გამოყრილი ვარსკვლავებით.
რომელიც არასოდეს იძლევა შანსს სურვილის ჩაფიქრების.
მოუწყდომელი.
თითქოს გარდატეხის ასაკის ნიშნები. მაცდუნებელი.
უწესრიგოდ მიმობნეული გათენებაშეპარულ ღამის ცაზე ,
რომლებიც არასოდეს ქმნიან რომელიმე დათვის თანავარსკვლავედს.
რასაც რა თქმა უნდა არ ახლავს მთვარე - პროტეჟე.
ხორხი , კოლბა , დანაწევრებული მილიგრამებით. სამ - ოთხ სართულიანი აივნით.
ორ თხელ ბამბუკზე  შეყენებული მთელი კონსტრუქცია.
ვითომდა ფეხმომტვრეულ მოლბერტზე შემდგარი ნახატი დაუსრულებელი.
სვეტები თაღის დამჭერი. თაღზე როზეტი , როგორც ფერუმარილი.
ადამის ვაშლი , ძელი ძალგულოვან გმირის ხელში , მიზანმიუმართავი.
ლავიწი , ორი ხიდი ველოსიპედის.
მკერდი , ავტომობილის ბალიში , დამცავი გაუთვალისწინებელ წინვარდინისგან.
ხერხემალი , კილი , მთელი კორპუსის გამსდევი და მაკონტროლებელი.
ხელები , ლევენდიხი , ქარის ხაზზე , უმოქმედო.
თითები , ფანქრები კოჰინორის , 2B , წვერგათლილი ფრჩხილებით
ნებისმიერი კონტურის გამოყვანა შეიძლება მოქნილად.
მუცელი , აქვე , ძირგამურულ , ღრმა ქვაბში ნადუღები
ლუდი ხევსურული. მისი მორევა - მორევია.
სულის შებერვა ქაფს შლის , აღარც ქაფქირია გამოსადეგი.
ფეხები , ამერიკული ფეხბურთის კარები , ძლიერი.
ტერფები , ბერკეტები პიანინოს.
ხმა , მოაკუსტიკო , ხშირად კარაოკე , შინაგანი მელოდიით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები