ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია დადიანი
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2013


ფრენკ

ფრენკ, უნდა მიშველო!ბოლო დროს საათი ლუისის ტვინივით ურევს,
ვერ შევცვლი , ბავშვობა ყოველთვის მოჭრილი ფეხივით მტკივა.
დილიდან მკვდარ სულებს მხატვრები სვამენ და ლუვრი
სავსეა თვალებით-მალულად პეიზაჟს, წითელ მზეს კვეთენ.

და მიაქვთ, რომ სულის ბნელ ოთახს თვეობით დაჰკიდონ ჭაღად,
იქ, სადაც კითხვისას მათი ხმა დენს არტყამს მათივე სხეულს,
ნერვების ომია სიცოცხლე , გაგიჟდა, თავის თავს ღეჭავს
და სევდაშებმულ მარხილზე დროს ძლივს მოუჩანს სახე.

მე ვიცი, სულ მალე სხვებივით მოვიმკი სოდომურ ცოდვას,
ისინი ამჩნევენ ჩემს ფრაკზე ღვინისგან შერჩენილ ლაქებს,
მე მესმის მეზობლის ღალატი მისივე მეზობლის ცოლთან,
საკუთარ თავთან კი, ყველაზე ერთგული ცხოვრება მმართებს.

ფრენკ, უნდა მიშველო, შემიქმნა ჩემი დრო, საკუთრივ ჩემი,
ცარიელ მაჯებზე, დროებით, ნათხოვარ ვენებით ვცხოვრობ,
როცა ზღვა ტალღებჩაყლაპულ ქვიშით მოიწმენდს ტუჩებს,
მეც გამაშიშვლებს თქვენსავით და ცას შეჰკივლებს : ცხონდეს !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები