ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2013


და(მ)რჩება...

...

დარჩება ალბათ თავახდილი ქვაბივით ფიქრი.
დაიორთქლება ქუჩის კუთხის სამზარეულო.
მე ადგები და წავალ, ანდა უფრო პირიქით,
სიცოცხლის ბოლო წუთებივით გააზრებული...
დაგრჩება უფრო მადლიერი ნაძვის ნარგავი,
ეზო, გაშლილი ჩვენი სახლის სიმეტრიულად.
თანაცხოვრების წლებივითაც აღარ ამრგვალებ
დამშვიდობებას...ორი მზერის ინერტულობით...
დარჩება ერთი ცარიელი ბალიში საწოლს,
ექნება მინუს ერთი სუნთქვა ოთახის ჰაერს.
მე მომავალი ცხოვრებისთის- გეგმებს არ ვაწყობ,
შენ მომავალი ცხოვრებისთვის -ვინ იცის რამდენს...

დამრჩება ალბათ თავახდილი ქვაბივით ფიქრი.
დამეორთქლება ქუჩის კუთხის სამზარეულო...


გ.ო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები