თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
..სამსახურის შემდეგ, როგორც წესი, გავისეირნებ ხოლმე, ვაკვირდები ადამიანებს (არაადამიანებსაც)
ჰო, ვსეირნობ ვაკეში, ქუჩას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ სიღრმეშია, მრგვალ ბაღთან...ვსეირნობ და უცებ დავინახე მაგარი მოტოციკლი, ისეთი მაგარი რომ...უმაგრესი, უმაგრესობის ეტალონი, აი ისეთი, დორბლი რომ გაგივა კაცს ...რაზე გავჩერდი?...ჰო!...დორბლზე!.. ..თუმცა რა შუაშია აქ დორბლი?...ახლავე გაიგებ.მომყევი , მკითხველო!..მარდად მომყევი.
...ვხედავ ამ მოტოციკლს, პატრონს გაუჩერებია მრგვალ ბაღთან, ნახევრად გადამჯდარია ზედ, სახე რკინის 2 ლარიანივით უბრწყინავს...ჩაფხუტს ატრიალებს ხელში, უეჭველი კენტს ეწევა და კოკა-კოლას წოვს (დიახ, წოვს, შედარება ზუსტია)
ტოკავს ასე, აბღუილებს მოტორს, იჭიმება, მიიქცია ბიჭების ყურადღება და დაწყნარდა..ახლა ისინი გარს შემოეხვივნენ..აქებენ!..ისე აქებენ რომ რომის პაპის დალოცვა მონაგონია ამასთან...
--რა მაგარიაააა..
რა მხეციაა...
რა თესლი მოტოააა.....აუ ნახე რა მაგარია!...
პატრონი ამ დროს ექსტაზშია....დააბოტებს , მძიმედ მიდი-მოდის, ტანის მოძრაობა შენელდა...........(უეჭველი გაათავა და თავს იკავებს) მერე მომენტს ნახულობს და ..უცებ მოწყვიტა ადგილიდან......
არ დავიზარე და ნელა გავყევი, ზუსტადაც მივხვდი!...შემდეგ ქუჩაზე გაუჩერებია, იგივე პოზა, იგივე სტილი...ბღღღღღრრრრ...ბღრრრრ...რრრრ.....მოვიდნენ უსაქმურები, უბანში მაგის მეტი რაა და დაიწყო რკინის "ცხენის" ქება -- დიდება.განადიდეს როგორც რომელიღაცა წარმართული კერპი.
მერე პატრონს ესეც მობეზრდა და მოკრაწა ადგილიდან....ისევ გავყევი.
..ახლა ცოტა მეტის გავლა მომიწია, პატარა . სახლებში შეჭრილ ბაღთან გაუჩერებია, ცოტა სტილი შეცვალა. პლანშეტი ამოაძვრინა და რაღაცის თამაში დაიწყო..
...ამ დროს მეც მივაღწიე , დავიღალე, არ გინდა ამდენი სდიო ადამიანებს უბრალო ჭეშმარიტების დასადგენად? და თანაც განა ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა ია-ვარდითაა მოფენილიიიი?...აბა კი!..
მივედი, ყურადღება არ მომიქცევია არაფრისთვის, გავჩერდი, ცოტა სული მოვითქვი და უცებ ვუთხარი..
--მოტოციკლი რა მაგარიააა..რამდენი მიეცი?..აქ იყიდე?..ჩამოგიყვანეს?..თუ გაჩუქეს?..ამერიკელმა ბიძამ?...აააა...ევროპაში რომაა იმ დეიდამ?...
---რამდენს წვავს?..ტრასაზე? ქალაქში?..სახლში?..
---ნაწილები იშოვება?...ბორბლები რა მაგარია!..ახლა სარკეები?...
..არ დამეზარა, თვალები დავაელამე, მუხლებზე დავეცი და ორივე ხელი ავწიე ზევით..თან ვჩურჩულებდი...--"ოოო რა მშვენიერებააააა..."
..ის დაიბნა, ნასიამოვნები იყო უკიდურესად მაგრამ ვეღარ ხვდებოდა რაზე ეპასუხა...მეც ავდექი და განვაგრძე:
---შენნაირი ყავს კიდევ ვინმეს?...ამნაირი?..იმნაირი?...სამბორბლიანი?...არავის?...სიგარეტი გააქვს?..ვენებს ეთამაშები? თუ სხვა რამეს ჭეჭყავ?
--ის საბოლოოდ დაიბნა, მაშინ მომენტი ვიპოვე , მივედი და ყურში უცებ ჩავძახე:
--შენნაირი სირი ყავს კიდევ დედაშენს?????.....
....მერე გავრბოდი, უკან ნაცნობი ბღუილი მესმოდა....მართალია მოტო მაგარი იყო, მაგრამ პატრონი პიტალო სირი.....თანაც ქალაქში მაინც ვერ დამეწევა, მით უმეტეს, თუ სადარბაზოებიდან მოკლეზე გავალ....