ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მაია დი.
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2013


და ასრულებას მე ისევ ველი...

გაუძარცვია ზღვას ეს ნაპირი,
უსასრულოა ქვიშათა სევდა,
არ შეასრულე შენ დანაპირი,
და გასაღებით ვერ ვაღებ ზეცას.
აფრთხიალდება ცაში თოლია,
მისი ნაღველიც გამომყოლია,
შორით აფრები, თეთრი ფრთიანი,
გულს გამიხარებს,  ალერსიანი.
თვალებს გავახელ, ფოლიანტებით
შენ გამიღიმებ, ნაზი ჰანგებით
აფერადდება ზღაპრების ველი,
და ასრულებას მე ისევ ველი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები