სატელეფონო გამოკითხვა ხუთი საათისთვის დასრულდა. შოკას რვაზე ვხვდები. წვერის გაპარსვა, ფულის შოვნა და საჩუქრის ყიდვა უნდა მოვასწრო. ახალგაცნობილი ქალი რომ საკუთარი დაბადების დღის შენთან ერთად აღნიშვნაზე დაგთანხმდება, ცოტას არ ნიშნავს... ბედია, რაა... დღეს საჩუქრების მაღაზიამ დაგვიკვეთა გამოკითხვა. ასე რომ არ დამთხვეოდა, კი ვერ მოვიფიქრებდი, ტყუილად დამერეკა შოკასთვის: `გამოკითხვის ცენტრიდან გაწუხებთ... რა არის თქვენი საოცნებო საჩუქარი?~ ძაან არ მიხვდებოდა, გამოკითხვის ცენტრიდან რეკავენ თუ თონედან?.. თან არც იცის, მისი სახლის ტელეფონის ნომერი რომ გავიგე. გამორიცხულია, ჩემზე იეჭვოს... გამოკითხულებმა ერთფეროვანი პასუხები გაგვცეს. შოკა ყველასგან გამორჩეულია. მან თქვა არა `აიფონი~, `აიპოდი~ ან `ჯიპი~, არამედ: _ თახვის ნატურალური ბეწვის ჟილეტი. ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამომადგა ჩემი სამსახური. ჩემით რა მომაფიქრებინებდა აგვისტოს პაპანაქებაში ბეწვეულს?!. ედიკას დავურეკე, ბეწვეულით ვაჭრობს ეგ, სეზონზე. შემორჩენილი გექნება-მეთქი. `ნატურალნი~ თახვზე `სროკია~, ძმაო, `პოლუნატურალნიზე~, ბაზარი არაა, გამოდიო. მივედი. კმაყოფილი შემომეგება და უკმაყოფილო დამემშვიდობა _ ნისიად წამოვიღე... ადგილზე ვცმუკავ, რომ წარმოვიდგენ, რა სასიამოვნოდ გააოგნებს ჩემი საჩუქარი. და-ი-შო-კე-ბა! *** _ შეფუთვით თუ ვიმსჯელებთ, კარგი საჩუქარი უნდა იყოს... შოკამ ლენტებიან ბაფთას თითის წვერი ისე ნაზად გადაუსვ-გადმოუსვა, დამბურძგლა. _ სხვათა შორის, დღეს გამოკითხვაში მივიღე მონაწილეობა: `საოცნებოსაჩუქარი~. ვუთხარი, რომ ბეწვზე ვგიჟდები. _ მართლა? _ ავცქმუტდი. დაიშოკება. და-ი-შო-კე-ბა! _ რას ამბობ! ალერგია მაქვს ყველანაირ ბეწვზე. იმ ქაჯმა, მგონი, დაიჯერა, რომ შუა ზაფხულში, რატომღაც, ბეწვზე ვოცნებობ! _ გადაიკისკისა, _ რა მიყიდე? სახლამდე რა მოითმენს, ახლავე უნდა გავხსნა... *** შოკა და-ი-შო-კა!!!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. კარგი ვეშია..
+5 კარგი ვეშია..
+5
20. გმადლობთ, გაიხარეთ... გმადლობთ, გაიხარეთ...
19. :))) ძალიან კარგი ჩანახატია! +2 ვიზიარებ მთხრობელის შეგრძნებებს... :))) ძალიან კარგი ჩანახატია! +2 ვიზიარებ მთხრობელის შეგრძნებებს...
18. მომეწონა, მშვენიერი მინიატურაა. მომეწონა, მშვენიერი მინიატურაა.
17. გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ნათია...:-* 5 გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ნათია...:-* 5
16. ვრჩები თქვენი მწერლური ოსტატობის თაყვანისმცემელი! ვრჩები თქვენი მწერლური ოსტატობის თაყვანისმცემელი!
15. ჟურნალში წავიკითხე ეს პატარა მოთხრობა, მაგრამ მაშინ მოწერა დამავიწყდა. როგორც ყოველთვის, ნათი, როგორც ყოველთვის! იცი შენ როგორც წერ და საერთოდ აღარაფერი გესწავლება ვინმესგან! ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორი ხარ! :* <3 ჟურნალში წავიკითხე ეს პატარა მოთხრობა, მაგრამ მაშინ მოწერა დამავიწყდა. როგორც ყოველთვის, ნათი, როგორც ყოველთვის! იცი შენ როგორც წერ და საერთოდ აღარაფერი გესწავლება ვინმესგან! ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორი ხარ! :* <3
14. ზედმეტად უბრალოა ზედმეტად უბრალოა
13. კარგი იყო:) კარგი იყო:)
12. :) მიგნებულად ხსნი თემას. :) მიგნებულად ხსნი თემას.
11. რა ძნელია საჩუქრის არჩევა...აი, ბედის ირონია! კარგი იყო... რა ძნელია საჩუქრის არჩევა...აი, ბედის ირონია! კარგი იყო...
10. გამოკითხვის ცენტრი-ეს რა კარგად მოუფიქრებია,მარა რაფერ მეწყინა ასე წყალში რომ ჩაეყარა ნაშრომი.. კარგი იყო.ბევრი+++++++++ ჩემგან. გამოკითხვის ცენტრი-ეს რა კარგად მოუფიქრებია,მარა რაფერ მეწყინა ასე წყალში რომ ჩაეყარა ნაშრომი.. კარგი იყო.ბევრი+++++++++ ჩემგან.
9. კარგი მოთხრობა, კომპოზიციურად შეკრული,სიუჟეტის კარგი განვითარებით და ფინალში - მოულოდნელობის ეფექტით. 5 - რა თქმა უნდა! კარგი მოთხრობა, კომპოზიციურად შეკრული,სიუჟეტის კარგი განვითარებით და ფინალში - მოულოდნელობის ეფექტით. 5 - რა თქმა უნდა!
8. ძაან არ მიხვდებოდა, გამოკითხვის ცენტრიდან რეკავენ თუ თონედან?..
ნათი,არაფრისმთქმელი--5 ძაან არ მიხვდებოდა, გამოკითხვის ცენტრიდან რეკავენ თუ თონედან?..
ნათი,არაფრისმთქმელი--5
7. გმადლობთ :) გმადლობთ :)
6. საწყალიი "ქაჯი" :D იუმორისტულსაც მოიხდენდა ეს ნაწერი, კარგიაა) +++++ საწყალიი "ქაჯი" :D იუმორისტულსაც მოიხდენდა ეს ნაწერი, კარგიაა) +++++
5. საინტერესოა. საინტერესოა.
4. ძალიან მომეწონა,მეც ვნახე :D მაგარია ძალიან მომეწონა,მეც ვნახე :D მაგარია
3. იყო აქ რაღაც ო ჰენრისეული :)) :-* იყო აქ რაღაც ო ჰენრისეული :)) :-*
2. წავიკითხე ეს დღეს ლიტერატურული პალიტრის ფეისბუკის გვერდზე და ძალიან მომეწონა. 5 წავიკითხე ეს დღეს ლიტერატურული პალიტრის ფეისბუკის გვერდზე და ძალიან მომეწონა. 5
1. კონკურსის პირობა: სავალდებულო დასაწყისი: ”სატელეფონო გამოკითხვა ხუთი საათისთვის დასრულდა” მაქსიმუმ 200 სიტყვა. კონკურსის პირობა: სავალდებულო დასაწყისი: ”სატელეფონო გამოკითხვა ხუთი საათისთვის დასრულდა” მაქსიმუმ 200 სიტყვა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|