ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: იუმორისტული
9 აგვისტო, 2013


მგონი დავბერდი

    "ნადირობა იხვზე" თითქმის დავამთავრე, თავი რომ წამერთვა.  "დევის ცოლის სიცილით" დამუნჯებულს, ლამის "საუნჯე" გამივარდა ხელიდან.
უცებ გამოვფხიზლდი, წიგნის დაჭერაც მოვასწარი და ფრენასაც, უბილეთო მგზავრივით გამოვტაცე ხელიდან.
    ჯერ გავიკვირვე, ეს როგორ მოხდა მეთქი, მე ხომ ორლულიანი თოფის დამიზნების შიშითაც ვერ დამაძინებ შუადღისას. თუმცა რას ვბოდიალობ, ორლულიანი თოფი რომ დამიმიზნონ ერთი კვირა (მინიმუმ) აღარ დამეძინება.
    არ წამომხტარვარ, წყნარად გავყევი ფიქრის ბილიკებს. გონებაში წითელი მარცვლები ამომიტივტივდა, ცოტახნის წინ რომ გავბანე და წყალთან ერთად ქვაბით ცეცხლს მივაბარე.
  უყვართ პროდუქტებს ცეცხლთან თამაში და ამ თამაშში მოგებული მხოლოდ მე ვრჩები, ფაქტიურად ოლიმპიური ჩემპიონი ვარ.
  ვიფიქრე, ალბათ როგორც ყოველთვის, უფერობით გულგატეხილი წყალი გახალისდათქო, როგორც ყოველთვის ლობიოს მარცვლებთან კოაბიტაციისას, თმა წითლად შეიღებათქო.  უყურადღებოდ დატოვილმა, ცელქმა გოგონამ, ქვაბის კიდეებზე ჟღალი ნაწნავები გადმოკიდათქო, ჰოდა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ასეთ დროს, ცეცხლთან გააბა კოცნა-პროშნათქო.
იქნებ იმდენი კოცნა, რომ გაგუდა ის ცელქი ბიჭითქო, ჰოდა იქნებ იმ ბიჭის დედა გაბრაზდა, თავს წამომადგა და მგუდავსთქო.
გიჟივით წამოვხტი...
თურმე არც უფიქრიათ...
აბა რა ჯანდაბამ ჩამომაძინა?
ნუთუ ძილის წამლის ახალი ფორმულა აღმოვაჩინე:
წიგნი(დევის ცოლის სიცილი),
მუსიკა(ჩართული ტელევიზორი),
სავარძელი(ნებისმიერი).
მგონი უბრალოდ ვბერდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები