ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2013


ბუნების პეტიცია

სად გადახვეწეს შემოდგომა ქარებმა ზამთრის,
საით გაფანტეს წვიმით სავსე ღრუბლები ნეტა?
ახლა ქუჩებში დროის მკვლელი სიცივე დაჰქრის,
ყინვით მოუცავს ნახევარი დედა-პლანეტა.

და რომ შეეძლოს შეუხსნიდა წელზე ეკვატორს,
მისივე სარტყელს მოარგებდა კისერზე, ხოდა
შეაჩერებდა თუ არავინ, ამ უზურპატორს,
მთელს დედამიწას ჯალათივით ჩამოახრჩობდა!..

მაგრამ ხელს აწერს პეტიციას მთელი ბუნება,
შეკავშირებას და ერთობას იჩენს არნახულს,
ითხოვს ღვთისაგან არსებობის შენარჩუნებას,
ანუ გაზაფხულს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს