ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2013


გაფიქრება უკვდავებაზე

გაფიქრება უკვდავებაზე

გატარებს ყელი,
მხრებზე დაყრდნობილი თეთრი კრატერი.
ლექსები ლავა,
რომელსაც მერე, წლების მერე,
არქმევენ ოპალს.
და შენი ყოფნა – ოპლა! სადღაც გაკირულ ყდაში...
ვინ იცის მაშინ,
ისე როგორც ქარვაში მწერი,
ან მარმარილოს განასერში თეთრი ნიჟარა,
გიპოვნოს ვინმემ,
ბუნებრივი, თითქმის ღვთიური
და ამავე დროს –
"ღვთაებრივად შეუსაბამო"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები