ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მაია დი.
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2013


ვეძებდი დღიურში...

ვეძებდი დღიურში ნაფერებ სტრიქონებს,
ოცნების გრიგალში ქარებად დაშლილებს,
მტკიოდა ფიქრი და ათასჯერ ნატირებს
ზეცაში გავშლიდი სევდიან ნაპირებს.
ალბომის ფურცლები ფოტოებს დამაყრის,
გაყრილი სულები აღმოჩნდნენ სხვა მხარეს,
ცხონება წასულებს, თვალს ვუყრი მომავალს,
სურთებს ვითვლი და სინდისი მაწვალებს.
დავეძებ წერტილებს წარსულთან შეხების,
რომელიც ბავშვობის მირაჟებს მიქმნიდა,
ფერმიხდილ ძეწნას და ლელიანს გავცქერი,
ოდესღაც ბებიას წინდებს რომ ითვლიდა.
შორს დარჩა სითბო და ახლოა ზამთარი,
სიბერემ დღეები ზღვასავით წაიღო,
მაჯიდან გამძვრალი საათის ნაწილი
ზღვის მეფემ ხარკივით საჩუქრად აიღო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები