ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2013


მე ეს ლექსი ვარ...

მე რომ ბულბული ვყოფილიყავი,
შენს სახლთან ახლოს დავიბუდებდი,
გაგაგონებდი საოცარ ჰანგებს
თუ ჩემს გალობას ყურს დაუგდებდი!

მე რომ ყვავილი ვყოფილიყავი,
ვიწოდებოდი ალბათ გვირილად,
"კი თუ არას" დროს "კი" ვიქნებოდი,
დაგეწნებოდი თავზე გვირგვინად.

ნეტა პეპელა ვყოფილიყავი,
გარბენინებდი მინდორ-ველებში,
ბოლოს თავს დაგაჭერინებდი და
ვიფრთხიალებდი შენს ნაზ ხელებში.

ამეთვისტო რომ ვყოფილიყავი,
ავი თვალისგან დაგიფარავდი.
სიმინდის ტაროდ ამოვიდოდი
თუ ბავშვობაში მომიპარავდი.

არც ბულბული ვარ და არც ყვავილი,
აბა ვინა ვარ, აღარ იკითხავ?!
შენთვის მოძღვნილი მე ეს ლექსი ვარ,
შენი ვიქნები თუ წამიკითხავ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები