ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2013


მაქვს წარმოსახვა (ჰოკაიდურ მოტივებზე)

მაქვს წარმოსახვა: ვაკეთებ ნავებს
და მეტად ვიწრო ყურეში ვუშვებ.
ან დაღლა როცა გაწვდება მალებს
წითელი თევზის ინარიზუში...

დილის საკე და ამინდი მშრალი.
ხამანწკებისგან შემდგარი მწკრივი.
ჩემს ბებრულ მხრებზე გაშლილი შალი.
მოგონებების კინტროდან წიქი...

ვარ ურასიმა. ყრუ მებადური.
და ოკეანეც მორჩილი ქალი...
ჩემი ნავები უკან დაბრუნდნენ
ამოვარდნილა ზურგიდან ქარი...

მაქვს წარმოსახვა: მე ვარ ბუდისტი
ჰოკაიდური პეიზაჟია...
და ისევ შენთან ყოფნას ვუმიზნებ
და ისევ შენში მოვიაზრები...



* ინარიზუში-სუშის ზედა ნაწილი დატენილი შემწვარი ტოფუს პარკში.
* კინტროდან წიქი-ბინდივით(ანუ დაბინდული მოგონებები)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები