ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2013


მამულო შენთვის

მე თუ მოვკვდები შენთვის მოვკვდები,
მე თუ ვიცოცხლე შენთვის ვიცოცხლებ,
ცას ვარსკვლავივით უცებ მოვწყდები,
და დაფერფლილი შენზედ ვილოცებ.


თუ გამიტაცა დროის დინებამ,
მე მარტოობას არ გავიოცებ,
თუ კი განგებამ ასე ინება,
მამულო ჩემო შენთვის ვილოცებ.


წუთისოფელი თუ არ დამცალდა,
თუ კი სიკვდილი გზას შემიმოკლებს,
სიკვდილის წინაც მუხლმოდრეკილი,
მამულო ჩემო შენთვის ვილოცებ.


მე თუ მოვკდები შენთვის მოვკვდები,
მე თუ ვიცოცხლე შენთვის ვიცოცხლებ,
ცას ვარსკვლავივით უცებ მოვწყდები,
და სევდიანი შენთვის ვილოცებ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები