ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2013


ოცნებების ჩემოდანი

ცხოვრების სადგურზე, სავსეს ოცნებებით – ჩემოდანს
წავაწყდი. დავიწყე ყურება ხან აქეთ, იქით ხან...
არ უჩნდა პატრონი... "შენია!" – მომესმა ზემოდან...
და ისე დავავლე ხელი, რომ ის არც კი მიკითხავს

თუ ვისი ხმა იყო, ვინ იყო, რომ ბარგი ოცნების
ამკიდა, თითქოსდა მაკლდაო ფიქრი და ეჭვები?..
ან ის რა იცოდა, რომ მე ამ აზრს მოვიწონებდი,
უცხო ბარგს ვტაცებდი ხელს, იმდენ ხალხში, უეჭველად?!.

ასეა თუ ისე, მე ახლა ოცნებებს ვატარებ...
ხანდახან მგონია, არ უნდა ამეღო მაინც–თქო,
მაგრამ რომ ახდება ხოლმე, თუნდაც ერთი, პატარა,
მიქარწყლებს ეჭვებს და უმადურ ფიქრებსაც მავიწყებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები