ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2013


წარსულის ერთი კადრი

გზაარეული ჩემს ფიქრებში დავეხეტები,
აღმოვაჩინე,ერთი კადრი ამ დიდ კრებულში,
კადრი, რომელიც წასაშლელად არ მემეტება,
ჩემი ბავშვობა,რომლის ფასსაც ახლა ვგებულობ,

ბავშვობა,როცა გალაქტიკაც ჩემი მეგონა,
როცა ბეჭებზე წანაზარდებს აშკარად ვგრძნობდი,
იმდენს ვგიჟობდი...არ ვიცოდი რა მომეყოლა,
როდესაც სახლსი გასული დღის ანგარიშს მთხოვდნენ,
მასამართლებდნენ(მადარდებდა ესეც ნაკლებად)
და მეორე დღეს კვლავ იგივეს ვიმეორებდი,
სახლში მომყავდა ცხოველების მთელი ნაკრები,
ყოველგვარ შიშს და მორიდებას სადღაც ვტოვებდი...

ყველა მდინარე სათავეში უფრო ლაღია,
უფრო თამამი,უდარდელი,უფრო ანკარა,
მე ახლა მდორე მდინარე ვარ,ჩემზე ახია...
მე ის ბავშვი ვარ თვალები,რომ დაბლა დახარა...

ასე,მტანჯველი სინანულით ვიგონებ ახლა,
ჩემივე ხელით ყელგამოჭრილ თავისუფლებას.
                                  არ ღირს დიდობა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები