| ავტორი: ცარიელი ჟანრი: პოეზია 30 აგვისტო, 2013 |
მზე მენატრება , მზე გადასული ჩრდილების ბაღში, მზე თბილზე-თბილი, სამყაროს რომ მიხატავდა ტკბილი ამბებით. როცა ზამთარში, აისბერგზე უფრო მაღალი თოვლით, მის გაკვალულ გზას მივყვებოდი, სულ პაწაწინა წერტილებს ვსვამდი ნაფეხურებად და იმ ცივ სითეთრეშიც ვგრძნობდი მის სითბოს და სინატიფეს...
მე ის მზე მიყვარს, ნოემბრის ბოლოს, ცივ ამინდში, უცხო თვალებში რომ აღმოვაჩინე და აღარასდროს დამიკარგავს სინათლე მისი...
იმ მზეს ვაღმერთებ, გულიდან რომ ამოიღო ორი ნატეხი და სიყვარულით მისახსოვრა უკუნისამდე...
მე განა მხოლოდ ის მზე მიყვარს, რომელიც ბედნიერებას უხვად მანიჭებს, არა, ის მზეც, ზამთარში, ღრუბლებიდან გამოჩენას რომ არ აპირებს, ხოლო აპრილში, გათოშილ ზღვასაც ნელა-ნელა უთბობს სიცივისგან დამზრალ ნაპირებს. მე ის მზეც მიყვარს, შემოდგომაზე, ქარში, ხმელ ფოთლებს მიწისკენ რომ ჩუმად აცილებს და კიდევ ის მზე, ნაფერებ მტევნებს მარანში რომ სიხარულის ცრემლით ატირებს...
ჰო, ის მზეც მიყვარს, სარკიდან რომ თვალებს მარიდებს, აღარ მიჩვენებს გაზაფხულს და აწი, მხოლოდ შემოდგომის დამიყენებს მწიფე ამინდებს და მეყვარება უსასრულოდ, როცა მეცხრე თვალსაც გაახელს და სიყვარულით გულში ჩამიტევს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ნეფერტარ ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ სიტყვებს ვერ შევიფერებ, მაგრამ ვაღიარებ რომ ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. :) ნეფერტარ ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ სიტყვებს ვერ შევიფერებ, მაგრამ ვაღიარებ რომ ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. :)
8. ეს ადამიანი ძალიან, ძალიან, ძალიან ნიჭიერია.
მე განა მხოლოდ ის მზე მიყვარს, რომელიც ბედნიერებას უხვად მანიჭებს, არა, ის მზეც, ზამთარში, ღრუბლებიდან გამოჩენას რომ არ აპირებს, ხოლო აპრილში, გათოშილ ზღვასაც ნელა-ნელა უთბობს სიცივისგან დამზრალ ნაპირებს.
ეს ადამიანი ძალიან, ძალიან, ძალიან ნიჭიერია.
მე განა მხოლოდ ის მზე მიყვარს, რომელიც ბედნიერებას უხვად მანიჭებს, არა, ის მზეც, ზამთარში, ღრუბლებიდან გამოჩენას რომ არ აპირებს, ხოლო აპრილში, გათოშილ ზღვასაც ნელა-ნელა უთბობს სიცივისგან დამზრალ ნაპირებს.
7. გმადლობთ მზიანებო :) გმადლობთ მზიანებო :)
6. ავტორი: ცარიელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 ავტორი: ცარიელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
5. რაღაცნაირი ლექსია, დადებითი ) რაღაცნაირი ლექსია, დადებითი )
4. მოგიკითხეთ ქალბატონო ნინო. :))
ემოციური და თბილი ლექსია, ლამაზი კადრებით.
სიკეთე ყველას! მოგიკითხეთ ქალბატონო ნინო. :))
ემოციური და თბილი ლექსია, ლამაზი კადრებით.
სიკეთე ყველას!
3. მზე განსაკუთრებით არა, მაგრამ მზიანი ადამიანები კი მიყვარს :)
მომეწონა ეს მზეებიანი ლექსი:) მზე განსაკუთრებით არა, მაგრამ მზიანი ადამიანები კი მიყვარს :)
მომეწონა ეს მზეებიანი ლექსი:)
2. მადლობა მარი, გაიხარე :) მადლობა მარი, გაიხარე :)
1. მე ის მზე მიყვარს, ნოემბრის ბოლოს, ცივ ამინდში, უცხო თვალებში რომ აღმოვაჩინე და აღარასდროს დამიკარგავს სინათლე მისი...
წარმატებები ნინოოო მე ის მზე მიყვარს, ნოემბრის ბოლოს, ცივ ამინდში, უცხო თვალებში რომ აღმოვაჩინე და აღარასდროს დამიკარგავს სინათლე მისი...
წარმატებები ნინოოო
|
|
მონაცემები არ არის |
|
|