ნაწარმოებები



ავტორი: უგლავა ალექსანდრე
ჟანრი: პროზა
2 სექტემბერი, 2013


გაგრძელება იქნება

           

,,დამშვიდდით, სამუდამოდ კი არ ვაპირებ აქ დარჩენას“ - ვთქვი გალიაში მყოფთა გასაგონად. თოკზე დაკიდებულ ბორბალზე შემომჯდარმა მამალმა ბაბუინმა მოქანავე საბურავიდან ისკუპა, გაავებული მომვარდა და კბილები დამიღრჭიალა. გავიქეცი და იმ საბურავზე შევხტი, რომლიდანაც  ჩამოხტა.  გამხმარ ხეზე თავმოყრილი დანარჩენი ბაბუინები აჭყივლდნენ და სწრაფად დაიწყეს ადგილების გაუთავებელი ცვლა. მამალი ბაბუინი ისევ აპირებდა შემოტევას, თოკი ჩამოწყდა. დამესივნენ წინაპრები. რომელსაც მივწვდი, ყველას ვუკბინე.
ასე მოვხვდი საგიჟეთში.
,,დამშვიდდით, სამუდამოდ კი არ ვაპირებ აქ დარჩენას“ - ვუთხარი ფოიეში მყოფებს. ერთი ფანჯარასთან იდგა, მინაზე აფურთხებდა და ნერწყვით ველოსიპედებს ხატავდა. მეორე წიგნიდან ჩუმ-ჩუმად ფურცლებს ხევდა და ილუკმებოდა. მესამე იყო სკამი, რომელზეც მეოთხე იჯდა და ძუაზე ღილებს ასხამდა. ყურადღება  მეოთხემ მომაქცია. მოვიდა, შარვალზე ღილები დამაწყვიტა და  თავის ,,სავარძელს“ დაუბრუნდა. შარვლის ხელით დაკავებით რომ დავიღალე, კედლის საათი ჩამოვხსენი, მეოთხეს უკნიდან მივეპარე და თავზე გადავამტვრიე. როცა სანიტრები მიმათრევდნენ, შევხედე, როგორ ბედნიერი ცდილობდა მესამე მეოთხის თავში ჩარჭობილი საათის ბზრიალას დაბზრიალებას… ერთი თვე ვმალავდი ენის ქვეშ საძილე აბებს და  გამორღვეულ ბალიშში ვინახავდი.
თვის ბოლოს ყველა ერთად დავლიე.
ასე მოვხვდი მორგში.
,,დამშვიდდით, სამუდამოდ კი არ ვაპირებ აქ დარჩენას“  ამაოდ ვცადე დაძაბული სიჩუმის დარღვევა. გვამი N14 არც განძრეულა. ქალის გვამს,  რომლის ტერფსაც ვერ ვხედავდი, რომ ნომერი გამერკვია, მხოლოდ ხელი გადმოუვარდა. გვამი N5  გაზებისგან დაიცალა. მე ნომერი არ მეკეთა.
ასე მოვხვდი საარჩევნო სიაში.
,,დამშვიდდით... „

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები