ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2013


XXX

მზე ზანტად იკეცავს კალთას,
სიბნელეს შეერწყა მტვერი,
არაფერს არ ვითხოვ, გარდა
იმისა, ჩამკიდო ხელი...

ნიავი აფხიზლებს სკვერში,
ბიუსტზე, მთვლემარე მტრედებს,
შენს თითებს მოვიმწყვდევ ხელში
და ერთად ვეძებოთ ბედი...

ნეკერჩხალს ფოთოლი მოსწყდა,
მიწაზე დაეშვა უხმოდ,
წვიმამ ყვავილები მორწყა,
გვეძახდა ცა,ისე ქუხდა...

ახლა გვირილას ჰგავს მთვარე,
მოდი ჩამოვწყვიტოთ ციდან,
შენ ფრთებს დააცლი და თვალე..
მე კი ფრთების შეხმა მინდა...

წამო ,წამომყევი ცისკენ,
მიწად რომ არ ვიქცეთ ბოლოს,
მზე ხვალ კვლავ ჩაყვინთავს ზღვისკენ,
მაღლა ჩვენ დავრჩებით მხოლოდ.

წამო,წამომყევი ცისკენ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები