ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პროზა
4 სექტემბერი, 2013


არც არაფერი

_გასკდა თავი!_ამოიოხრა მთამ და თავსა და თვალებზე ნისლის ხილაბანდი წაიკრა, შაკიკიანი დედაბერივით.
_გასკდა თავი!_ამოიხვნეშა მზემ და მთვარეს ამოეფარა , მდინარისპირას წასწრებლ შიშველ გოგოსავით.
_გასკდა თავი!_მიწაში ჩაძვრა თხუნელა , დაბომბვის მომლოდინე ჯარისკაცივით.
_გასკდა თავი!_ ახალმოფრენილმა მერცხალმა  უკან, თბილ ქვეყანაში  გადაწყვიტა მიბრუნება ქართველი ემიგრანტივით.
_დაიძინა, ენაცვალოს დედა!_სახლიდან გამოსული, დაღლილი ქალი კიბეზე ჩამოჯდა , კედელს თავი მიაყრდნო და თვალი მილულა.
_უუფ!_ ნისლი შემოიხსნა და კალთაზე გადაიფინა მთამ.
_უუფ!_ამოისუნთქა მზემ და კიბეზე დამჯდარ ქალს წაეთამაშა.
_უუფ!_გამარჯვებული ჯარისკაცივით ამოძვრა თხუნელა.
_უუფ!_უკან მოფრინდა  სამ  ეზოზე  გადაფრენილი მერცხალი_დავბრუნდი!_ჩასძახა თხუნელას ისეთი ხმით, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გაეკეთებინოს.
_როდემდე? _თხუნელამ უჩინო თვალებით გაიხედა ყველა მიმართულებით.
_მომავალ ატირებამდე!_სადღაციდან გაისმა პასუხი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები