ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2013


ასრულებული ოცნება

ცას მოსწყდა ერთი ანცი ვარსკვლავი
და წამიერად ორად გაჰყო ცა...
მიწაზე, ნაზად მოჰხვია მკლავი
ბიჭმა – გოგოს და ტუჩზე აკოცა...

არავინ იცის საიდან, როგორ,
მიხვდა ვარსკვლავი, შორეულ ცაზე,
რომ იმ მომენტში, ბიჭიც და გოგოც,
ოცნებობდნენ იმ პირველ კოცნაზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს