ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2013


შექსპირის მოტივებზე

ბულბულს გალობა აღარ უნდება,
როცა ჭრიჭინა აჭრიჭინდება,
ის მანამ გალობს, სანამ ბუნება
მის მოსასმენად გაირინდება.

როს გაზაფხული გადახუნდება,
ირგვლივ კი ბევრი აყიყინდება...
ველური ხმები აწევს ხუნდებად
- ბულბულს გალობა აღარ უნდება!

4 სექტემბერი, 2013 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები