ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2013


ბებია და ბაბუა

ერთხელ ადრე, იანვარში
სტუმრად მყავდნენ, ჩემთან სახლში,
ჩვენი შვილის დაბადების
მოსალოცად იყვნენ მაშინ.
დაგვილოცეს პატარა და
მას უსურვეს ტკბილი ბედი,
წრფელი გულით ჩვენც გვისურვეს
აცილება ყველა სევდის.
სიყვარულიც დაგვილოცეს
და გვისურვეს ჭირთა თმენა,
ყველა ოჯახს უნდა თურმე
ჭირსა შიგან გამაგრება.
ასე გვითხრეს: ნუ გგონიათ
სიყვარულის გესმით რამე,
თუ ამ გრძნობის გაგება გსურთ,
ჩვენი ხნისა მოიყარეთ.
გავაცილეთ მერე ღამით,
ცას ბილიკი დაეთოვა,
მათ ქოლგაზე დასაჯდომად
ფიფქს ღრუბელი დაეტოვა.
მიდიოდნენ გზაზე მშვიდად,
გახვეული ქურქში, თბილად,
ჩვენც ვინატრეთ, რომ ერთმანეთს
შევაბერდეთ ასე ტკბილად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები