ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ციცინო
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2013


კაცები

ფესვგაუდგმელ ხეებს ჰგვანან კაცები,
კოჟრით, ნაჩეხით, სიმაღლით და
სახეზე დროის ნაბრჭყალევით,
ცისკენ აწვდილი საფიქრალით,
გულზე _ რგოლებით, წლებთან ერთად რომ უმრავლდებათ,
თუმცა გული რჩება გულადვე და არ იზრდება ხის ტანივით სისქეში,
თუმცა ესაა, რომ მძიმდება ძლიერ და იღარება, როგორც კანი ჟამგამოვლილი...


ფესვგაუდგმელ ხეებს ჰგვანან კაცები,
როგორც შიშველი ბერმუხაა შტორმით დევნილი
და იგერიებს აბორგებულ ჰაერის ცუნამს...
...იციან ცურვა და უძლებენ ღელვას კაცები!
იციან ცურვა...


ფესვგაუდგმელ ხეებს ჰგვანან კაცები,
მხოლოდ...
ილუზიაა ეს _ მცირეხნით არიან ასე,
სიკვდილის შემდეგ ფესვს იდგამენ მიწაში, გულში და ჩვენს თვალებში
და გაძვალებულ მოგონებად ყელს ადგებიან!...
...ადგებიან გულს და გონებას, მანამდე, სანამ
უფესვონი ფესვს არ გავიდგამთ
და აქ დამრჩენებს, ტკივილად არ გამოვადგებით!
16.03. 2013წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები