ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2013


!-!

დილაადრიან წამომყევი საქერიისკენ,
სადაც გიშერა ულაყების მთელი რემაა,
ისეთი ცაა,მზეს თოფივით ყელთან მიიბჯენ,
დედამიწა კი მხოლოდ შენი გულისხელაა,

დილაადრიან წამომყევი საქერიისკენ,
მოდი,ჭაღარა ველებიდან ცვარი ავყაროთ,
ღიღინა სიოს ალუბლისფერ მკერდზე მიიმსხვრევ,
წამო,გავფრინდეთ,გავსულელდეთ,ვინიავქაროთ...

გარიჟრაჟისას წამომყევი,სვანეთის მთიდან
გასუსულებმა გადავხედოთ ლეჩხუმის ჭალებს,
ოდესღაც ასეთ უტოპიურ პეიზაჟს ვქმნიდი,
შემდეგ ქალაქში,ტროტუარზე,ვახელდი თვალებს...

მე მარტო წავალ,ალიონზე ავყვები გორას,
საქერიაზე გამჩეჩავენ გიჟი ქარები,
არც მჭადის ნატეხს,არც ოცნებებს,არ გავყოფ ორად,
გამახსენებენ ჩემს ბავშვობას ვრცელი ჭალები.

დილაადრიან მარტო წავალ საქერიისკენ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები