ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2013


ანაკლიასთან


წარმოვიდგინე, შავ ზღვას როგორ გაუთამამდი
და აქოჩრილი ტალღა თეძოს როგორ მიასკდა...
ზღაპარს მიამბობ... არ ვიცოდი თითქოს აქამდე,
რომ მზის ყოველი ჩასვენება ანაკლიასთან
მშვიდ ტილოს მოჰგავს, შესრულებულს ოსტატის ფუნჯით
(მე ორმოცს გავცდი... გუშინდელი შენ გეთქმის ბავშვი!)
მწიფე თავთავის ფერს დაიკრავს სექტემბრის რუჯი
და შეუმჩნევლად გადავდივარ დაუკრეფავში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები