ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2013


***


***

ბავშვი  დაიბადა-
ჯერ ღმერთმა დალოცა
და მერე-
სიცოცხლემ  და  სიკვდილმა.

***
ცა,გულში ანთებული,
დედის წიაღიდან  გამოგყვა-
უამისოდ  ბრმა  იქნებოდი…

*** 
ორწერტილი- ყველაზე  უბრალო,
ყველაზე  უანგარო,
ყველაზე  გულახდილი ტყუპები.

***
წერტილებმა  და  მძიმეებმა
ტირესა და ძახილის ნიშნისგან
ჯვარი  შეკრეს
და კითხვის ნიშნის სამარეს დაადგეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები