ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2013


###

"ამაპოლა" ააჟღერა თბილმა სიომ,
ნაზ აკორდებს მონუსხული აჰყვა ზეცა,
უთხრა: "მორჩა!.. მე მიწის მსურს ალერსიო,
კარგადო!" და წვიმა – ღრუბელს გამოექცა...

იასამანს შხაპი ისე გაეხარდა,
როგორც ვაზი ხარობს ხოლმე ღვინობისთვით...
აბრეშუმის ჭია პარკში გაეხვა და
ჭუპრად იქცა, გაემზადა პეპლობისთვის...

შარბათივით სვამს ბუნება წვიმის წვეთებს,
ველზე ნისლი ცას შეჰყურებს, როგორც მშობელს,
ჭალის მუხა მალე ისევ მოიკეთებს
და პარაკლისს გადაიხდის სამადლობელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები