ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2013


წუხელ წვიმა იყო

წუხელ წვიმა იყო,ჩემო დაიკუნა.
წვიმამ, გამახსენა დედის აცრემლება,
ის დრო ,როცა თავზე ძაძა დაიხურა,
ჩვენთან რომ ისურვა მაინც გაჩერება
სიკვდილმა,ჩვენი სახლის მოაჯირი
ქვიშით ანაშენებ მესერს შეადარა,
ლოცვამ,აზვირთება ტალღად მოვარდნილი,
უკვე გვიან იყო...ვეღარ შეაკავა.

წუხელ წვიმა იყო,ჰგავდა იმღამინდელ
წვიმას,მაგრამ მართლა ღრუბელს გასდიოდა.
ძველი ტკივილები სადღაც გადავიდნენ,
უკვე ღიმილსაც კი აღარ მპატიობენ,
რადგან ყველაფერი,არის ცვალებადი,
დროის კანონია უნდა დამიჯერო.
ობლის სიხარული,არის წვალება და
არის ირონია,ყველა ნაბიჯზე რომ
ხიფათს ელოდები,ნერვებ დაგლეჯილი.
გულში უნდობლობის ჭია გიღიტინებს.
ღმერთსაც ემდურები,როცა დაკრეჭილი
ხალხი,ძურგის საფხან ენას გიტლიკინებს.
წუხელ წვიმა იყო,ჩემო ახტაჯანა,
ჩემო ერთადერთო, ძუძუს მოზიარევ.
სულ მთლად ჩამომბანა დარდის ჯაბახანა,
მორჩა,აღარავარ აწი მგლოვიარე.
წუხელ წვიმა იყო,ჩემო წვიმისფერო.
შენი ტკივილებიც ღვარცოფს გავატანე.
ვიცი რასაც ვამბობ,უნდა დამიჯერო
წარსულს კუბოსავით თავი დავაფარე.

წუხელ წვიმა იყო!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები