ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2013


ბულვარული სერენადა

პლაჟს სუბტროპიკული ჰავა ეფინება,
უკვე შინაურად მცნობენ ეს პალმები,
შორით, ჰორიზონტი გაჭრეს დელფინებმა,
პონტოს მარგალიტი ტალღით მესალმება...

ცაა ზღვისფერი თუ ზღვას აქვს მისი ფერი,
კაცი ვერ გაარჩევს... თუმცა რა აზრი აქვს,
როცა განწყობაა არამიწიერი
და გულს ყურადღება მაინც სხვაგან მიაქვს...

დიახ, სხვაგან მიაქვს, იქით, სადაც შენი
სახე ეგულება, ზღვაზე უფრო მშვიდი,
გული ეგულება – ცაზე უფრო დიდი
და წყალს წაუღია ყველა დანარჩენი

სიტკბო მიწიერი, მზეც და დელფინებიც,
პონტოს მარგალიტიც და მისი აურაც...
პლაჟს სუბტროპიკული ჰავა ეფინება
პალმები კი ვეღარ მცნობენ შინაურად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს