ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2013


რა ლამაზი ლექსია...




შენ თუ არ მიცნობ,
აგერ ის მიცნობს -
ჩემს ნაცნობობას ტყუილად მალავ,
არც მე არ გამოვირჩევი სიბრძნით,
კიდევ ბევრი რამ არ წამცდეს,ქალავ.
დაუკარ!
მძლავრად ჩამოჰკარ სიმებს,
დღეს აღარ მინდა ჰკვნესდეს გიტარა,
ქარი ქვითინებს,
ქარი ქვითინებს,
ქარმა დალალი ჩამოგიყარა.
დაუკარ!
ოღონდ ახლა დაუკარ,
დღეს არის ვნება თავისუფალი,
დღესაა დღესა -
თორო ხვალ უკვე
ვეღარც შენ მნახო ქართან მბუქნავი.
გემუდარები -
თავს ნუ დაზოგავ,
დაუკარ,
ვიდრე გეყოფა ძალა,
დაუკარ!
სიკვდილს უნდა ვაჯობო -
დაუკარ, ქალავ!
დუკარ ძლიერ,
ო, უფრო ძლიერ!
ნუ დაანებე თრთოლვას თითები,
შენ, შეგიძლია,
შენ, შეგიძლია -
დაუკარ და მე გარდავიცვლები.
ნუ ჩამოჰფინე ცრემლი წამწამებს,
უფრო თამამად სივრცე აჰხიე,
მერე ჩემს საფლავს შენი ნაწნავი
უსურვაზივით შემოახვიე.
ნუ შეანელე,
დაუკარ ყველავ -
შენს გარდა ჩემთვის დაუკრავს ვერვინ,
გადაუმტვრიე გიტარას ყელი,
რომ დაწყდეს ჩემში ყოველი ნერვი.
დაუკარ ,ქალავ...

ტარიელ ხარხელაური

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები