ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2013


უმზეობა

ჩაფიქრებულმა,მთელი ღამე მარტომ ვიარე,
მძინარე ქალაქს,არ ვაცადე გამოძინება,
დილაა!პალმის ხმელ ფოთლებზე ქარი შრიალებს,
ჰორიზონტზე კი მზემ ამოსვლაც აღარ ინება...

იღვიძებს ქუჩა,იზმორება მთელი ქალაქი,
მე საწყლად ვდგავარ,ცრემლებდაცლილ თვალებს ვაცეცებ,
მზეს ველოდები შენს ფანჯრებთან,აზრებს ვალაგებ...
შენ არსად ჩანხარ, ღამენათევ დარდს მიათკეცებს

თბილი თვალების სილუეტი, ჩამქრალ ზეცაზე...
უკვე ათია,მე ვდგავარ და ჯიუტად გელი,
რას იტყვი ჩემო,თვითმკვლელობა ხომ არ გვეცადა?!
მაგრამ უშენოდ არ გამოვა... გაწვდილი ხელით

ვდგავარ და გელი,მზეც არსად სჩანს,ვდგავარ და გელით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები