ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2013


# არჩასახულებს #(1)

მე მოგიყვებით რაა სიცოცხლე,
თუმცა, რას მოგიყვებით,
უფრო
ჩემთვის ვილაპარაკებ...
მაშინ დაიწყო ეს ყველაფერი
როდესაც ზეცამ გადმოისროლა ღრუბლების ბადე,
ბნელ ქაოსში შეეცადა და დაიჭირა კიდეც,
ლოქოსავით დადუმებული,
მასავით მსუყე, სავსე და ზანტი მთვარე,
მე თქვენ გაჯობეთ,
სიცოცხლეში შემოგასწარით,
ერთი ნაბიჯით.
ერთი ნაბიჯით,
რომელიც ითვლის
მილიმეტრის მემილიონედს.
რა მინდოდა, რისთვის ვჩქარობდი?
არც არაფერი,
ამას წყვეტდა მხოლოდ ინსტიქტი,
ჰო, ის ინსტიქტი
მთელი ცხოვრება რომ არსად მტოვებს,
მაშინაც, როცა
ფითილივით დახლართულ ძარღვებს,
ფიქრობ რომ წამში გაირბენს ცეცხლი
და ბუმ,
აფეთქდება ფიცარს იქეთ მოყუჟული ის ამონალი,
ერთი მუჭა,
წარსულს, აწმყოს
და მომავლისას მხოლოდ იმედს რომ იტევს.
ის ერთი მუჭა,
სიყვარულსაც და სიძულვილსაც ერთად რომ იტევს
და ითმენს...
და ითმენს...
მაგრამ არა, არ ფეთქდება,
არადა,
ფითილს უკიდია ნამდვილად ცეცხლი,
იწვის,
გული კი აჩქარებული ელის იმ აფეთქებას,
რომლის შემდეგაც სიცარიელე დაიტევს სიკვდილს...
მაგრამ არა, ისევ ინსტიქტი,
ისევ ინსტიქტი მაიძულებს
დავუსვა დანა ბანალურ სადილს
და ბანალურად მივირთვა ჩანგლით,
არადა ახლა სულ სხვაგან ვარ,
ვერ ვგრძნობ ვერც სივრცეს ჩემს გარშემო
და უცებ,
მყიდის ცრემლები,
წკაპ
და ლამბაქზე ეცემა წყვილად,
თითქოს ამ ჩემს ბანალურ სადილს
მარილი აკლდეს,
ცრემლი უფერო,
მაგრამ არა შეუმჩნეველი,
მისთვის,
ვინც ყოველთვის პირისპირ მიზის.
_მორჩი, გეყოფა, ან იტირე ან...
რა თქმა უნდა მაგიდაზე ხელის ბრახუნით.
პაუზა... ვფიქრობ...
არ ვამსხვრევ ჭურჭელს,
არ ვაშხამებ ბანალურ სადილს,
ბოლოსდაბოლოს არ სძინავს ინსტიქტს
და ამიტომაც მე ვიხდი ბოდიშს
_უკაცრავად.
ისევ პაუზა...
ვაგრძელებთ სადილს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები