ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2013


ზღაპარი

ზღაპარს დაგიწერ ,სამყაროს ზღაპრულ ფერებით მოგიირთავ.შაშვი მოგიტანს ბარათებს,ცვარი მოგიტანს მოკითხვას.მზის სხივზე დავეკიდები,წყალზე დავდგები არილად და უგემური დღეების მოგევლინები მარილად...
განა  მიტომ რომ ღირსი ხარ?განა მიტომ რომ მინდიხარ?მზე ვარ და უნდა გაგათბო...ბურუსი ხარ და ბინდი ხარ...
პროლოგს ბრიყვებიც კი წერენ,თუნდ ათას ერთი ღამისას,ხელწერას როცა შეიცნობ ცრემლი წამწამებს  ჩანისლავს...
აბარბაცებულ სტრიქონში,ვინძლო ფეხის ხმას შეიგრძნობ,ჩაგშენფერდები–გავქრები,დაგიწერ ზღაპრულ ეპილოგს –
ჭირი იქ, ლხინი აქა და...
ქატო იქ, ფქვილი აქა და...
ხორცი იქ, სული აქა და...
ზღაპარიც ასე გათავდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები