ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2013


ჩემი ტრადიცია

ბედისწერასავითაა:
მივდივარ,
ვბრუნდები,
მივდივარ
და ისევ:
ვბრუნდები...
თითქოს აღარაა სხვა გზა,
ათიათასჯერ გავლილი გზის
გარდა...
და ეს დადგენილი წესი
უკვე ტრადიციად მექცა...
და სულ მგონია, რომ:
თუკი ერთხელაც არ დავბრუნდი,
თუკი ერთხელაც
გადავუხვიე ათიათასჯერ
გათელილ ბილიკს
სამაგიეროს გადამიხდიან
ისინი –
გზები,
თუ ბილიკები,
სამაგიეროს გადამიხდიან,
არ მიმიღებენ,
ვარდებს ბარდებად გადამიქცევენ,
ასფალტებს –
ორმოდ,
ქვებად მიქცევენ ტრასას,
ლოდებად –
არ მიმიღებენ;
არასოდეს მაპატიებენ:
გადავიწყებას,
ღალატს,
ტყუილსაც...
ამიტომ ისევ იმავე გზებით,
იმ ბილიკებით,
რომელიც ერთხელ
ტრადიციად გადავიქციე,
მივდივარ,
ისევ ვბრუნდები უკან,
ისევ მივდივარ
და კვლავ ვბრუნდები...
ბედისწერაა ეს ახლა უკვე...
ბედისწერაა

დაბრუნება უკან ბილიკით,
ათიათასჯერ რომ გავთელე
კარგა ხანია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები