ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2013


***

მორჩა, დავმთავრდი, თავდაყირა ჩავეშვი ხევში,
გული, ტკივილით ამოვარდნილი, ჩამაკვდა ხელში,
თავს დამტრიალებს მხოლოდ სული, გადარეული,
დამყურებს მთვარე, სიახლისგან მთლად დალეული.

ნეტავ რა მსურდა, რისთვის დავყევ ვიწრო ქარაფებს,
მშვიდი გრძნობებით შევხებოდი ღია დარაბებს,
რისთვის ვისურვე გავცნობოდი ფრენის სიგიჟეს,
ბევრიც იფიქრო, სულო ჩემო, ვერ მოიფიქრებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები