ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2013


სიმაღლე



მწიფე კახეთი,
ჩაიხატა მთვარე მტევანში.
ღამისთევაში – ისევ შენზე ფიქრმა გამათბო.
შარშან რომ გნახე
დამელანდე იმავ კაბაში,
თეთრი მარმაში,
თლილი ყელი,
ლურჯი საყელო.
შენი სახელი ახლა ღრუბელს წვიმად დასცვივა,
დამიფეთდება ამ ტაძართან
ჩემი თეთრონი,
იცი? აქ, ღმერთთან სიახლოვე უფრო ცხადია,
რადგან სიმაღლე
იზომება ალავერდობით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები