ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2013


...

ღამე მთებს ნისლის საბანს უქარგავს,
წვიმის წვეთები,ნაძვის ხეს რთავენ,
მთელი არსებით გრძნობ,რომ უყვარხარ,
ფეხქვეშ გაგებულ,მშობლიურ მთა-ველს...

გრძნობ,რომ ბოლთას სცემს სისხლი ძარღვებში
და გულისცემა მაჯიდან გესმის,
მხოლოდ ეს გშველის ნერვებდაგლეჯილს,
ეს მთები,ზოგს რომ ჭკუიდან შეშლის.

სხვა ფერი დაჰკრავს აქაურ მინდვრებს,
სულ სხვაა ფიქრი ამ არყის ძირას,
ვდგავარ მთის წვერზე ხელებს (ფრთებს)ვიქნევ,
ამ დროს ქალაქებს მკვდარივით სძინავთ,

მე სხვა ხსნა არ მაქვს,ვირჩევ მარტივად,
სხვაგან სიცოცხლეს,აქ სჯობს სიკვდილი,
ჩემი სამოთხის ალტერნატივა
აქ არის,სადაც ვგალობ ჩიტივით.

ღამე, მთებს ნისლის საბანს უქარგავს,
წვიმის წვეთები ნაძვის ხეს რთავენ,
მე არაფერზე აღარ ვწუხვარ და
აღარც უაზრო ფიქრები მკლავენ...

სიზმარი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები