| ავტორი: ჯავშანიძე ჟანრი: პროზა 3 ოქტომბერი, 2013 |
მისი სანთელივით კანი, ყეფვის ფერია. თითქოს ძვლებზე დნობისას გამხმარიყოს. გრძელი და სწორი ჭაღარა თმა მხრებს სცდება. ეს სითეთრე მხოლოდ ახალმოსული თოვლის ხელისგულზე წვას თუ გაახსენებს ადამიანს. იმ თოვლისას, ყინვას ძვლებში რომ გაგიტარებს და თითებ გაგიქვავებს. ეს კაცი თითქოს ყოველთვის ასეთი იყო. წვრილი სახე და ყბები - წაწვეტებული ნიკაპითა და ქვევით მოდრეკილი ცხვირით მთავრდება. ტუჩები წვრილი და ყოველთვის მოკუმული, თითქოს კრიჭა აქვს შეკრული. და თუ, ამ თითქოს შედუღებულ ბაგეებს გახსნის, თვალში გეცემა სისხლისფერი ღრძილები, გვირგვინად ჭაობისფერმოკიდებული კბილები რომ დაუდგამთ. მისი გრძელი თმიდან მხოლოდ მარჯვენა თვალი შემოგყურებს, ქუთუთოები მრავალგზის დანაოჭებული და წამწამებ გაცვენილია. ღრმა, მწვანე თვალი დახეთქილი ყინულის ბელტივით კრიალებს. თითქოს სულ ახლახანს გაეხლიჩოს სითბოს და ჯერ კიდევ ორთქლი ამოდიოდეს შიგნიდან. თუ სამყაროში რაიმე ზიზღს, სიძულვილსა და ბოროტებას უარსებია, ყველაფერს მის სახესა და სხეულზე აქვს ბინა დადებული. ვეტერანები ბევრი მინახავს, მაგრამ მოხუცი მირიანი მგონი თვითონ ომია.
მუდამ უამრავღილებიან კუბოკრულშია გამოკვართული, შავი შარვლითა და სამხედრო ჩექმებით. ხანდახან მეჩვენება, თითქოს თავისი ნებით კი არა, არამედ ვიღაცამ გამოამწყვდია ამ არამ სამოსში, რომელსაც სულ თან დააქვს ტყის ნესტისა და შამბნარის სურნელი. მოშიშვლებული, მომაკვდავი ფესვების სველი ჰაერია გამჯდარი გახუნებულ ქსოვილში. გამხმარი ფოთლების ხრაშუნი და წაქცეული, დამპალი ხეების ფეხით სრესა მაგონდება ხოლმე, გვერდით რომ ჩამივლის.
გადაქერცლილი ხელის ზურგები დახეთქილი კანითაა გადაჭიმული დაბზარულ ფრჩხილებამდე. წვრილ, ნეკრჩხლის თითებს ერთმანეთს არ აშორებს, თითქოს შეხორცებული ჰქონდეს. სვირინგები არა, მაგრამ ხელის ზურგზე ნიშნები აქვს ამოშანთული. რაიმე ფიგურების ამოცნობა უკვე შეუძლებელია, ალბათ წლებმა დაუკარგეს ფორმა.
*** ფანჯრიდან ვუყურებ ხოლმე, დილით აივანზე გამოსულს. მარჯვენა ხელს მზისკენ იშვერს, თითების მწყობრს გახლეჩს და ცდილობს გავარვარებული რკალი ხელის გულში მოიქციოს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. არა,არ წყალობს ეს ავტორი საკუთარ თავს :)
მუხასი არ იყოს,კარგად გესმის რას და როგორ უნდა წერდე..დავეთანხმები კარგი კრიტიკოსი გამოხვალ (ან ხარ კიდევაც)
მაგრამ,მე მაინც მგონია რომ რაღაც "მსუყე" უნდა დაწერო :) არა შენთვის კი არა,ჩვნეთვის მკითხვლითათვის მეტი სიამოვნება რომ მივიღოთ !
5! არა,არ წყალობს ეს ავტორი საკუთარ თავს :)
მუხასი არ იყოს,კარგად გესმის რას და როგორ უნდა წერდე..დავეთანხმები კარგი კრიტიკოსი გამოხვალ (ან ხარ კიდევაც)
მაგრამ,მე მაინც მგონია რომ რაღაც "მსუყე" უნდა დაწერო :) არა შენთვის კი არა,ჩვნეთვის მკითხვლითათვის მეტი სიამოვნება რომ მივიღოთ !
5!
6. ამ ავტორისაგან პროფესიონალი კრიტიკოსი დადგება, ასეთია ჩემი სუბიექტური აზრი ამ ავტორისაგან პროფესიონალი კრიტიკოსი დადგება, ასეთია ჩემი სუბიექტური აზრი
5. ველი მოუთმენლად :))) ველი მოუთმენლად :)))
4. რაღაც დავიანახე ამ ყველაფერში და თვითონაც არ ვიცი ჯერ რა. რომ გავარკვევ დავაკომენტარებ ))) რაღაც დავიანახე ამ ყველაფერში და თვითონაც არ ვიცი ჯერ რა. რომ გავარკვევ დავაკომენტარებ )))
3. საინტერესო სურათია ) საინტერესო სურათია )
|
|
მონაცემები არ არის |
|
|