ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2013


### (სხეულით ვეძებ )

სხეულით ვეძებ თვალების ფერს,
მაშინ რომ გქონდა.
იმ ნაბიჯების არაფრისმთქმელ, ზოგად მანერას -
როგორც წახვედი.
როგორ წავაგე.
როცა არ თოვდა და მე მაინც ისე ვიდექი,
როგორც ზამთრისგან გადაღლილი მზერით ოდესღაც,
როდესაც თოვლის კაცი დნებოდა -
მე რომ ავაგე -
შენი თითებით,
შენი მზერით,
შენი სურვილით.
თუმცა არ გითქვამს, რომ გინდოდა.
და სიჯიუტით მას შემდეგაც
თოვლის კაცს ვაგებ,
როგორც იმედებს (ყოველ ზამთარს).
და განსხვავებით ბავშვობისგან,
ერთად ვეწევით.
ვუყვები ასჯერ მოყოლილ ამბავს
შენ რომ წახვედი.
ის ისევე დუმს,
როგორც მაშინ, როცა არ თოვდა
რომ მიდიოდი და ტკივილებს როცა ვითმენდი.
(სხეულით ვეძებ თვალების ფერს
მაშინ რომ გქონდა.)
წინაშე – წასვლის
წინაშე – ჩემს
როცა იდექი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები