ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2013


* * *

ეს პროცესი მდინარეს გავს,
სათავეში სუფთა, ჩქარი,
უდარდელად მორაკრაკებს,
ვერ დაიჭერს კლდეთა ფარი.
ნელა-ნელა ფართოვდება,
კალაპოტებს ურცხვად არღვევს,
თავის სახელს სხვა კი არა,
გამუდმებით თვითონ ანგრევს.
თან გზადაგზა ბინძურდება,
უმძიმდება ცოდვით ტალღა,
აყროლდება ზოგჯერ, თითქოს
მცხუნვარე მზით გვამი გალღვა.
გზის ბოლოსკენ დაქანცული,
მიაგორებს ტალღებს მდორედ,
ოკეანეც მიიერთებს,
შეუფასებს წარსულს სწორედ.
წყლის წონას კი არ აწონის,
ან გავლილი გზის სისწორეს,
არც სიგრძეს და არც სიგანეს
ოკეანე არ იბარებს.
საიქიო ოკეანე
მოექცევა ყველას ასე:
ცოდო-მადლით შეაფასებს,
არ დაარღვევს თავის წესებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები