ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: მაია დი.
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2013


თოვლმა გადაფარა ბილიკები

თოვლმა გადაფარა ბილიკები,
სახლებს გავცქერივარ უსახურებს,
ამ გზას ბოლომდე თუ გავუყევი,
ალბათ მოწონებას ვიმსახურებ.
თვალში ნაცარივით მომაბნია
ქარმა, ფიქრები და ბარათები,
ციდან ეშვებოდნენ მტრედებივით
თეთრი, ნაღვლიანი ფასადებით.
გული დრო-ჟამივით მიიჩქარის,
სულში ამოხეთქავს არტერია,
შენი წერილები ვერ ვიცანი,
ალბათ რაღაცაში ამერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლევან დევაძე ვულოცავთ დაბადების დღეს