ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2013


S M S

შეტყობინება მივიღე წუხელ,
ჩემთან შეხვედრას (თურმე) აპირებ,
რომ ვერ მივიწყებ, ამასაც მიმხელ,
ბოდიშს მიხდი, რომ გამინაპირე.
მე კი, კვლავ ვცოცხლობ, მიფეთქავს გულიც,
ატმის ყვავილი კვლავ მიხარია,
მაგრამ სიტყვების, შენ მიერ თქმულის,
რომ აღარ მჯერა სამწუხაროა.
დაჭკნა ყვავილი, შეახმა ველებს,
ჰა, დაცვივდება მიწას ნამიანს,
იმ ფუჭ ოცნებებს ნუღარ დაეძებ,
რომლებიც შენთან აღარ არიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები